ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2016 წლის 5 დეკემბრის №144/2016 დადგენილებით
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№72/2015, 27.07.2015 დადგენილებით
2016 წლის 5 დეკემბრის №144/2016 დადგენილებით
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№72/2015, 27.07.2015 დადგენილებით
დადგენილება №98/2014
30 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლისა და 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.09.2014, №33213/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება“ (დანართი 1). (№72/2015, 27.07.2015)
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №39 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
რექტორი, პროფესორი