დადგენილება №60/2015 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №60/2015
 19 ივნისი, 2015





„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 10.06.2015, №18897/02 და 12.06.2015,  №19273/02 წერილების საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 90-ე დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) IV ნაწილის “ბ“ პუნქტის 90-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „საჯარო მმართველობა (ქალაქ შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან)“  (დანართი 90).
Bold
2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III  ნაწილის  “დ“ პუნქტს დაემატოს 8610  და 8611 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 
“8610. აგროლოჯისტიკის ოპერატორი (მე-4 საფეხური) (დანართი 254);
 8611  . აგროლოჯისტიკის ოპერატორი (მე-5 საფეხური) (დანართი 255);”
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე