დადგენილება №17/2015
2 თებერვალი, 2015
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი - საგამოცდო პერიოდის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "წ" ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის №2663/02, 2.02.2015 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი - საგამოცდო პერიოდი 2015 წლის 20 თებერვლამდე.
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
- დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა რექტორი, პროფესორი