დადგენილება №6/2015 - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დადგენილება №6/2015
22 იანვარი, 2015

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 20.01.2015, №1220/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
  1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილება.
  2. დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს არა უგვიანეს 2015 წლის გაზაფხულის სემესტრის დასასრულისა უზრუნველყონ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით მოწესრიგებული საკითხების ფაკულტეტების დებულებებში გათვალისწინება.
  3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
  5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
  6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი