დადგენილება №65/2015
06 ივლისი, 2015
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 29.06.2015, №21158/02, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 17.06.2015, №19564/02 და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 18.06.2015, №19808/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის გადატანის მიზნით შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:
ა) დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 667 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ 667. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 258, ყოფილი დანართები 234 და 49);“
2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-200 ნომრით მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა.
3. თანმდევი ღონისძიებების განხორციელება დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტსა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე