დადგენილება №42/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №42/2015
16 მარტი, 2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1 “ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებისა და რექტორის 4.02.2015, №25/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   
ა)   ირაკლი ბურდული - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის    პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე); 
ბ)  ლალი ფაფიაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის    პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)   გიორგი ჩაკვეტაძე - მოწვეული პედაგოგი, დოქტორანტი (კომისიის მდივანი);
დ)  ნონა თოდუა - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 
ე)   მაია ივანიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   
ა) მორის შალიკაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე); 
ბ) გურამ ნაჭყებია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი   (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირაკლი დვალიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  (კომისიის მდივანი).

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი