დადგენილება №37/2015
9 მარტი, 2015
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მ/შ 2015 წლის 8 იანვრის №01/01-01 და №02/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 9 თებერვლის №23/2015 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 27.02.2015, №7622/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ.ბ.“ ქვეპუნქტი:
„ ა.ბ.ბ.) დავით მაზიაშვილი-ასოცირებული პროფესორი.“
ბ) II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ.“ ქვეპუნქტი:
„ დ.ბ.) ლელა ებრალიძე-ასისტენტ-პროფესორი.“
გ) V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„ გ) ანა ლეთოდიანი-ასისტენტ-პროფესორი.“
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი