დადგენილება №58/2015 - ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №58/2015
 19 ივნისი, 2015


,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“  შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „წ“  ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის №19926/02, 19.06.2015  წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“  შექმნის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ”;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეული - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“.“
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).“
2. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სამეცნიერო - კვლევითი  სტრუქტურული  ერთეულის  -  „ადმინისტრაციულ  მეცნიერებათა  ინსტიტუტის“  შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის  №5/2015 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
         
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სამეცნიერო – კვლევითი  სტრუქტურული  ერთეულის - „ადმინისტრაციულ  მეცნიერებათა  ინსტიტუტის“ დებულება“;

ბ) ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სამეცნიერო – კვლევითი  სტრუქტურული  ერთეულის - „ადმინისტრაციულ  მეცნიერებათა  ინსტიტუტის“ დებულების პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადმინისტრაციულ მეცნიერებათა  ინსტიტუტი ფუძნდება  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  (შემდგომში  -  თსუ), როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.“

გ) დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინსტიტუტის ოფიციალური სახელწოდებაა: სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული – “ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი”.

დ) დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგეობა ირჩევს აღმასრულებელ და აკადემიურ დირექტორებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. გამგეობის მიერ არჩეულ დირექტორებს თანამდებობაზე ნიშნავს თსუ-ს რექტორი.“

ე) დანართი №1-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ირჩევს აღმასრულებელ და აკადემიურ დირექტორებს (დირექტორები შეიძლება დასახელდეს ასევე    იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან გამგეობის წევრები);“

ვ) დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  გამგეობა  უფლებამოსილია,  თუ  სხდომას  ესწრება  წევრების  ნახევარზე  მეტი. საჭიროების შემთხვევაში სხდომების ჩატარებისას შესაძლებელია  გამოყენებულ იქნეს ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორებიცაა ტელეფონი ან ინტერნეტსაშუალებები,  ამ შემთხვევაში, ითვლება, რომ წევრი ესწრება  სხდომას. ასეთ დროს ადგილზე არმყოფი პირი კენჭისყრაში მონაწილეობს  ტელეფონის  ან  საკომუნიკაციო ინტერნეტსაშუალებების მეშვეობით. სხდომის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა აისახოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე.“

ზ) დანართი №1-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ინსტიტუტს ჰყავს ერთი აღმასრულებელი და ორი აკადემიური დირექტორი. ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია ინსტიტუტის ყოველდღიურ   საქმიანობაზე,  ხოლო აკადემიური დირექტორები პასუხისმგებელნი არიან და კოორდინირებას უწევენ ინსტიტუტის აკადემიურ საქმიანობას, როგორც კვლევებისა  და  განვითარებისათვის დასახულ ამოცანებს, ასევე ინსტიტუტის ზოგადსაგანმანათლებლო ღონისძიებებს.“

თ) დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-3  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
,,ზ1) კოორდინირება გაუწიოს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე განხორციელებულ (LL. M. zu Köln და საჯარო მმართველობა) უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებს.“
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, პროფესორი                            აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე