დადგენილება №61/2015
19 ივნისი, 2015
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.06.2015, №18988/02 და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 11.06.2015, №19049/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამების გადატანის მიზნით შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:
ა) დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 666 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ 666. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 256, ყოფილი დანართები 233 და 44);“
ბ) დადგენილების II ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს 768 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„768. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 257, ყოფილი დანართები 242 და 76);“
2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს 199 და 208 ნომრებით მითითებული საგანმანათლებლო პროგრამები.
3. თანმდევი ღონისძიებების განხორციელება დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტსა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე