დადგენილება № 138/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 და 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებების მოქმედების შეჩერების შესახებ

დადგენილება № 138/2015
28 დეკემბერი 2015

 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №71/2014  და 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებების მოქმედების შეჩერების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ6 ქვეპუნქტის, 371 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის №48032/02, 25.12.2015 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შეჩერდეს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 და 2015 წლის 14 სექტემბრის №95/2015 დადგენილებების მოქმედება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მასში ცვლილებების განხორციელებამდე.
2. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების მოქმედება განისაზღვროს იმ ნაწილში, რომელიც შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
3. განხორციელდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.  
 
4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ -ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
7.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე