დადგენილება №96/2015
14 სექტემბერი 2015
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილებისა და თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 10.09.2015, №31447/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 დადგენილებაში:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ლ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“
ბ) დადგენილების მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);“
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ -ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე