დადგენილება №115/2015 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №115/2015
26 ოქტომბერი 2015


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 08.10.2015, №40/01/02-01-75 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის X ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი (გიორგი ჟუჟუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი).
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

      
      რექტორი, პროფესორი                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
      აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე