დადგენილება №87/2015 - „იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 31 მაისის №51/2010 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №87/2015
4 სექტემბერი   2015

„იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 31 მაისის №51/2010 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 04.09.2015, №29526/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 31 მაისის №51/2010 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: 

„21. უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს.
22.     მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს თსუ ენების ცენტრი, ხოლო უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტობის კანდიდატის სწავლის დამადასტურებელი საბუთის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტი.“
2.  შევიდეს ცვლილება „იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 31 მაისის №51/2010 დადგენილების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისგან მაგისტრანტობის კანდიდატის გათავისუფლების საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია, ჩააბაროს მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდა.“
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი, პროფესორი                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე