დადგენილება №131/2019
28 ოქტომბერი, 2019
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის №137/2016 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის 2019 წლის 17 ოქტომბრის №20172/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №16 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის №137/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან სამეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო სფეროებში.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ეკონომიკური თეორიის განყოფილება;
ბ) მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილება;
გ) სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება;
დ) ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება;
ე) საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების განყოფილება.“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. წინამდებარე დადგენილება და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის ნაწილში ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულ თანამდებობაზე ჩასატარებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე