დადგენილება №88/2019
22 ივლისი, 2019
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის 2019 წლის 15 ივლისის №13530/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულებაში (დანართი №1):
ა) პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – „ცენტრი") ფუძნდება, ვითარდება და მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – სსიპ) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" (შემდგომში – ,,თსუ") აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-ის, ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (შემდგომში "სამართლის სკოლა"), ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" და მისი პროგრამის "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (შემდგომში "ინსტიტუტი") საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე დაყრდნობით.“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ცენტრის მართვა
ცენტრის მართვა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორის, აკადემიური დირექტორის/დირექტორებისა და მრჩეველთა საბჭოს (ასეთის შექმნის შემთხვევაში) მეშვეობით.“;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) დანიშნოს ან ვადამდე გაათავისუფლოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები, შეასრულოს შრომითი თუ სხვა, შესაბამისი ხელშეკრულება მათთან და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას;
გ) დაადგინოს საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორისა და აკადემიური დირექტორის/დირექტორების უფლებამოსილებანი, მოთხოვოს მათ ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიში;“;
დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) საბჭოს გადაწყვეტილებით და ცენტრის ხელმძღვანელის თანხმობით გადასცეს მისი უფლებამოსილება აღმასრულებელ დირექტორს ან აკადემიურ დირექტორს/დირექტორებს, გარდა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ, "ა", "ბ", "გ", "დ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში.“;
ე) მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები“;
ვ) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცენტრის
აღმასრულებელ დირექტორს აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე და აკადემიურ დირექტორთან/დირექტორებთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ცენტრის აკადემიური საქმიანობისათვის. აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები სარგებლობენ საზიარო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, ცენტრის სახელით, რაც დამატებით განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ.
2. ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები თანამდებობაზე ერთი წლის ვადით ინიშნებიან დირექტორთა საბჭოს მიერ. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და აკადემიური დირექტორის/დირექტორების უფლებამოსილების ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭო უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს იგივე ან ახალი აღმასრულებელი და აკადემიური დირექტორი/დირექტორები.“;
ზ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძღვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას და აკადემიურ დირექტორთან/დირექტორებთან ერთად პასუხისმგებელია ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;“;
თ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) აკადემიურ დირექტორთან/დირექტორებთან ერთად გეგმავს ცენტრის ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას;“;
ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს ცენტრის სახელით და მისი მიზნებისათვის განხორციელებული საქმიანობის ამსახველ წერილობით ანგარიშს, ასევე საბჭოს - ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიშს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;“;
კ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) ცენტრის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ზრუნავს ცენტრისთვის ინსტიტუციური მნიშვნელობის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების მოზიდვასა და განხორციელებაზე;“;
ლ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.“;
მ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აკადემიური დირექტორი/დირექტორები:
ა) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან ცენტრის აკადემიური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ბ) მეთვალყურეობს/მეთვალყურეობენ ცენტრის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამასა და პროექტს;
გ) ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გეგმავს/გეგმავენ ყველა სახის აკადემიურ ღონისძიებას, მათ შორის, მაგალითად, სემინარებს, მოსამზადებელ სწავლებებს, გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებს;
დ) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ზედამხედველობს/ზედამხედველობენ იურიდიული კლინიკის საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ცენტრის დახმარებითა და მის ფარგლებში;
ე) თსუ-ის ადმინისტრაციის თანხმობით წარმოადგენს/წარმოადგენენ ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ეს განისაზღვრება დირექტორთა საბჭოს მიერ;
ვ) უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
ზ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს/წარუდგენენ ცენტრის სახელით და მისი მიზნებისათვის განხორციელებული საქმიანობის ამსახველ წერილობით ანგარიშს, ასევე საბჭოს - ცალკეული სამუშაოს შესრულების ანგარიშს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;
თ) ცენტრის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ზრუნავს/ზრუნავენ ცენტრისთვის ინსტიტუციური მნიშვნელობის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების მოზიდვასა და განხორციელებაზე;
ი) ახორციელებს/ახორციელებენ სხვა ფუნქციებს დირექტორთა საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.“;
ნ) დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავდაპირველი წევრები
ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავდაპირველი წევრები იყვნენ:
1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორის საბჭოს წევრი).
3. მაიკლ დიდრინგი, ინსტიტუტის წარმომადგენელი (დირექტორის საბჭოს წევრი).
ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები
ცენტრის მოქმედი საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ დამფუძნებლებს: თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს, სამართლის სკოლასა და ინსტიტუტს, არიან:
1. ირაკლი ბურდული, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
2. ქეთრინ გრინ ბარნეთი, ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული დეკანი, პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).
3. ნინო ბალანჩივაძე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის იურიდიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი (დირექტორთა საბჭოს წევრი).
ცენტრის მოქმედი საბჭოს სხვა წევრი, რომელიც არ წარმოადგენს დამფუძნებელს:
1. თაშა უილისი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი (დირექტორთა საბჭოს წევრი).“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე