დადგენილება №91/2019
22 ივლისი, 2019
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2019 წლის 13 მაისის №111/01-01, №112/01-01 და 2019 წლის 16 მაისის №117/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №65/2019 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 17.07.2019, №13833/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) ეკონომიკასა და ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა:
ა.ა) დემურ სიჭინავა - პროფესორი;
ა.ბ) თეა მუნჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ) მიკროეკონომიკის კათედრა:
მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
გ) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა:
გულნაზ ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
დ) მაკროეკონომიკის კათედრა:
დ.ა) მალხაზ ჩიქობავა - ასოცირებული პროფესორი;
დ.ბ) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
დ.გ) მურმან ცარციძე - ასოცირებული პროფესორი;
ე) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა:
ე.ა) ნუგზარ პაიჭაძე - ასოცირებული პროფესორი;
ე.ბ) გიული ქეშელაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე.გ) ვასილ კიკუტაძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ) მარკეტინგის კათედრა:
ბაბულია მღებრიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა:
ზ.ა) იზოლდა ჭილაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) მარინა მაისურაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.გ) მერაბ ჯიქია - ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე