დადგენილება №103/2017
15 სექტემბერი, 2017
15 სექტემბერი, 2017
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №119/01-01, №120/01-01 და №121/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის №85/2017 დადგენილების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 08.09.2017, №14279/10-02; 08.09.2017, №14274/10-02; 08.09.2017, №14319/10-02; 08.09.2017, №14317/10-02; 07.09.2017, №13930/10-02; 07.09.2017, №14025/10-02; 30.08.2017, №14310/30) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი
ა.ა) გუგული მაღრაძე - პროფესორი;
ა.ბ) ნოდარ ბელქანია - პროფესორი;
ა.გ) თამარ ვეფხვაძე – ასოცირებული პროფესორი;
ა.დ) ჯაბა უროტაძე - ასისტენტ-პროფესორი.
ბ) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი
ბ.ა) მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი;
ბ.ბ) ნანა მაჭარაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ) გია ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი.
გ) სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტი
გ.ა) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი;
გ.ბ) ნინო დურგლიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) თამარ მახარაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.დ) ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი.
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
დ.ა) ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი;
დ.ბ) ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული პროფესორი.
ე) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტი
ე.ა) ხათუნა კაჭარავა - ასოცირებული პროფესორი;
ე.ბ) ნათია კუპრაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
ე.გ) ნანული ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი;
ე.დ) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი;
ე.ე) რევაზ ჭიჭინაძე – ასოცირებული პროფესორი;
ე.ვ) თამაზ ჯოლოგუა – ასოცირებული პროფესორი.
2. ამოღებულ იქნეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 23 სექტემბრის №97/2011 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები, „ბ“ ქვეპუნქტის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტები, „დ” ქვეპუნქტის პირველი და მე-2 ქვეპუნქტები, „ე“ ქვეპუნქტის მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტები, „ვ“ ქვეპუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №87/2011 დადგენილება.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე