დადგენილება №10/2017 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება №17/2017 - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 20 აპრილის №44/2016 და 2017 წლის 23 იანვრის №1/2017 დადგენილებებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალის (ასოცირებული პროფესორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/1257-14) აღსრულების მიზნით, გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცების შესახებ
დადგენილება №139/2017 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ
 

დადგენილება №154/2017 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 იანვრის №7/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №154/2017
8 დეკემბერი, 2017


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა  და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 იანვრის №7/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 17 ნოემბრის №21080/30 და 2017 წლის 8 დეკემბრის №22659/30 წერილებისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა  და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 23 იანვრის №7/2017 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დოქტორანტის კვლევითი კომპონენტი მოიცავს სადისერტაციო ნაშრომს (140  კრედიტი) და 2 კოლოკვიუმს.“;

ბ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია ორი პუბლიკაცია სადისერტაციო თემის ფარგლებში. მათ შორის, ერთი პუბლიკაცია - Scopus-ის ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში, ან კონფერენციის მასალებში (proceedings) სტატიის სახით; მეორე პუბლიკაცია - რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.“;

გ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დოქტორანტი თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან, თუ ნაშრომს წარმოადგენს მიმდინარე სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში; ხოლო სემესტრის განმავლობაში ნაშრომის წარმოდგენისას - მომდევნო სემესტრიდან.“;

დ) მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დოქტორანტს, „არადამაკმაყოფილებელი" შეფასების მიღების შემთხვევაში ეძლევა გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის ერთი წლის განმავლობაში წარდგენის უფლება.“;

ე) №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3.  სადოქტორო კოლოკვიუმის  შეფასების წესი

სადოქტორო კოლოკვიუმი არის სადოქტორო პროგრამის შემადგენელი კომპონენტი.

საკოლოკვიუმო  თემას  უნდა  ჰქონდეს  მოკლე  შესავალი  ნაწილი, რომელშიც  ასახული  იქნება  სადისერტაციო  ნაშრომის  მიზანი და აქტუალობა. 
დოქტორანტი კოლოკვიუმს ირჩევს lms.tsu.ge-ზე, აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში. დარეგისტრირების  ვადის  დასრულებიდან ერთ თვეში სამეცნიერო  კვლევებისა და განვითარების სამსახური სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის საფუძველზე შეადგენს კოლოკვიუმის დაცვის საფაკულტეტო გრაფიკს (სემესტრის დასკვნითი გამოცდების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში), რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის  დეკანი. გრაფიკის საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური. დოქტორანტმა საკოლოკვიუმო ნაშრომის  ელექტრონული  ვერსია  უნდა  ატვირთოს  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მიერ მითითებულ მისამართზე (/ge/faculties/social/hccla0ixc_o-h_tgp/phd_soc/yylmh84v63gpyuzvd//), სააუდიტორიო მეცადინეობების დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ბეჭდური ვერსია უნდა წარადგინოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურში, დაცვამდე 5 დღით ადრე.

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური უზრუნველყოფს კოლოკვიუმის ელექტრონული ვერსიის დარგობრივი კომისიის წევრებთან გაგზავნას. პროცედურების დარღვევის შემთხვევაში დოქტორანტი დაცვაზე არ დაიშვება.

კოლოკვიუმის შეფასება ხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

დოქტორანტი კოლოკვიუმის პრეზენტაციით (15–20 წუთი) წარდგება დარგობრივი  კომისიის წინაშე, რომელსაც დაცვისთვის აუცილებელ ყველა საბუთს გადასცემს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი. კოლოკვიუმის დაცვის პროცესი საჯაროა. დარგობრივი კომისია უფლებამოსილია  შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის  ნახევარზე მეტი.
სადოქტორო კოლოკვიუმის  შეფასება ფორმდება უწყისში (იხ. უწყისის დანართი 1). დოქტორანტის კოლოკვიუმის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები, შეფასების უწყისი უნდა ინახებოდეს დოქტორანტის  პირად საქმეში, ხოლო  დისერტაციის დაცვის შემდეგ დაარქივდეს შესაბამისი წესით.

კოლოკვიუმის გაფორმება:

•    ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატში; დოკუმენტის სახელწოდება უნდა იყოს PhD Colloquium და ავტორის გვარი მიეთითოს მაგალითისამებრ (მაგ.: PhD Colloquium.Abashidze);
•    ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს  A4  ზომის  სტანდარტულ ფურცელზე;
•    შრიფტის რეკომენდებული სახე – AcadNusx, ან Sylfaen;
•    შრიფტის ზომა – 12;
•    სტრიქონებს  შორის  მანძილი – 1,5 ინტერვალი;
•    ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი–2 სანტიმეტრი;
•    ნაშრომის მოცულობა – არანაკლებ  20 გვერდისა  დანართის გარეშე;
•    ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს APA სტილში.

სადოქტორო კოლოკვიუმის შეფასების კრიტერიუმები:


 ნაშრომის აქტუალობა, საკვლევი პრობლემის დასაბუთება

  წყაროების  რელევანტურობა საკვლევ საკითხთან და კონცეპტუალური ჩარჩოს გამართულობა

  ახალი  ცოდნის   შექმნაზე  ორიენტირებული  მეთოდები  და  მიდგომები

  შესაბამისობა  სადოქტორო კოლოკვიუმის  გაფორმების წესთან, ცოდნის დასაბუთებულად და     გარკვევით გადმოცემა

  კომუნიკაციისა და მსჯელობის უნარი




სადოქტორო კოლოკვიუმის შეფასების უწყისი



სადოქტორო პროგრამის დასახელება: --------------------------------------------------------------------------------
სასწავლო წელი: ______________________________________       სემესტრი: ___________________

დოქტორანტის გვარი, სახელი: -----------------------------------------------------------------------------------------

კოლოკვიუმის სახელწოდება 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დოქტორანტის ხელმძღვანელის გვარი, სახელი:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




საკოლოკვიუმო ნაშრომის შეფასება

 შეფასება   შენიშვნა
  1  
კოლოკვიუმის შეფასება  დარგობრივი  კომისიის მიერ


შეფასების სისტემა:

  ფრიადი

  summa cum laude

  შესანიშნავი ნაშრომი

 

  ძალიან კარგი

 

  magna cum laude

  შედეგი, რომელიც წაყენებულ   მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება

 

  კარგი

 

  cum laude

  შედეგი, რომელიც წაყენებულ   მოთხოვნებს აღემატება

 

 

  საშუალო

 

 

  bene

  შედეგი, რომელიც წაყენებულ ძირითად   მოთხოვნებს აკმაყოფილებს

 

 

  დამაკმაყოფილებელი

 

 

  rite

  შედეგი, რომელიც, ხარვეზების   მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს

 

 

  არადამაკმაყოფილებელი

 

 

  insufficienter

შედეგი, რომელიც წაყენებულ   მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს

 

  სრულიად     არადამაკმაყოფილებელი

 

  sub omni canone

  შედეგი, რომელიც წაყენებულ   მოთხოვნებს   სრულიად ვერ აკმაყოფილებს



დარგობრივი კომისიის თავმჯდომარის  ხელმოწერა:  ------
---------


დარგობრივი კომისიის მდივნის  ხელმოწერა:  ---------
---------


დარგობრივი კომისიის წევრთა  ხელმოწერა:  -------
--------



შევსების   თარიღი:  -----------------
--------- „

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა.
5. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.



გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2017-12-19 16:57:40