დადგენილება № 51/2017
8 მაისი, 2017
8 მაისი, 2017
“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 5 მაისის №6659/10 და №6660/10 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ე“ და XVIII ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე