დადგენილება № 56/2017
17 მაისი, 2017
17 მაისი, 2017
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 15 მაისის №7057/10 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარი (დანართი №1).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე