დადგენილება №99/2017
4 სექტემბერი, 2017
4 სექტემბერი, 2017
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01, №123/01-01 და №124/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის №81/2017 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 16.08.2017, №13652/26; 16.08.2017, №13654/26) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება
ა.ა) ნანა სუმბაძე - პროფესორი;
ა.ბ) ანასტასია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.
1.2. პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ა) პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულება
ა.ა) მარინე ჩიტაშვილი - პროფესორი;
ა.ბ) მაია მესტვირიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) ქეთევან მოსაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.
ბ) ფსიქოლოგიური შეფასების/დიაგნოსტირების და კონსულტირების მიმართულება
ბ.ა) ლუიზა არუთინოვი - ასოცირებული პროფესორი.
1.3. განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ა) განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის მიმართულება
ა.ა) მზია წერეთელი - პროფესორი;
ბ) სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიისა და კონსულტირების მიმართულება
ბ.ა) მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი.
1.4. კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ა) კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულება
ა.ა) თამარ გაგოშიძე - პროფესორი.
ბ) კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულება
ბ.ა) თამარ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი.
2. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 23 სექტემბრის №97/2011 დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-14 ქვეპუნქტები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე