2011-03-29
ბრძანება №:46/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,   61-ე მუხლის პირველი, მე-3 მე-6, მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესი (დანართი №1);
  2. წინამდებარე ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილსა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსს ირაკლი საღარეიშვილს;
  3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 ივნისის №147/02-01 ბრძანება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ”;
  4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  5. დაევალოს კანცელარიას, წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                             დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება