2014-12-19
ბრძანება №:222/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა  დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე



  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის დადგენილების ნომერში, კერძოდ ნაცვლად №45/2012-ისა შეცდომით მითითებული იქნა ,,№45/2014”.  
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,    ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 03 დეკემბრის №41399/02 მოხსენებითი ბარათისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრის 2014 წლის 15 დეკემბრის №43065/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გასწორდეს ტექნიკური შეცდომა "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა  დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში და ნაცვლად ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის დადგენილების ნომრისა ,,№45/2014” მითითებულად ჩა+ითვალოს შემდეგი ნომერი - ,,№45/2012”.
2.    შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა  დამტკიცების შესახებ" რექტორის 2014 წლის 24 ნოემბრის №208/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის "ა" და "დ" პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა) მაია ტორაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
დ) მარიამ გერსამია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი;"
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                    მერაბ ელიაშვილი    

« უკან დაბრუნება