2018-11-13
ბრძანება №:281/01-01

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N23645/10/;12.11.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი   2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში იაშის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი ჩატარდეს 2018 წლის 14 ნოემბერს     11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №121  (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)თეონა მატარაძე,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)მაია მესტვირიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)გიორგი ამირანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი
დ)თეა გერგედავა, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ერაზმუს+პროგრამის ინსტიტუციონალური კოორდინატორი
4. დამტკიცდეს კომისიის დამკვირვებლად თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი- გიორგი დუნდუა.
5. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი         გიორგი შარვაშიძე
           
      

« უკან დაბრუნება