2008-04-16
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მედიაპროქტ "ეტალონის" შემოქმედებითი ჯგუფის მიერ საერთაშორისო ინტელექტუალური მედიაპროექტ "ეტალონის" ("სტუდენტური პროექტი - დიდი პერსპექტივა") ერთობლივი განხორციელების მიზნით საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (ბრძანება #22/01-01)

ბრძანება # 22 / 01-01
       16.04.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მედიაპროქტ "ეტალონის" შემოქმედებითი ჯგუფის მიერ საერთაშორისო ინტელექტუალური მედიაპროექტ "ეტალონის" ("სტუდენტური პროექტი - დიდი პერსპექტივა") ერთობლივი განხორციელების მიზნით საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

 

ქალაქ თბილისში, მიმდინარე 2008 წლის ზაფხულში დაგეგმილია  მედიაპროეტ "ეტალონის“ პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სატელევიზიო გადაცემა-თამაშების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული, უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლიდან გამომდინარე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ხუბუა – რექტორი – ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) გულნაზ გალდავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) შოთა მინდელი - ადმინიტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) თინათინ მარგალიტაძე – სასწავლო დეპარტამენტის უფროსი;
ე) იაგორ კალანდაძე - სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი;
ვ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;
ზ) თეა ნადირაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) მარიამ სეხნიაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი;
ი) ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი;
კ) ლელა ბენიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ლ) დავით ბერეკაშვილი – მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
მ) ვახტანგ ლომჯარია - სასწავლო დეპარტამენტის სპეციალისტი;
ნ) მიხეილ ბასილაია - თსუ სტუდენტი, ეტალონის ორგზის გამარჯვებული;

2.  სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნან    მედიაპროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი ჯგუფის წევრები:

ა) გოჩა ტყეშელაშვილი - "ეტალონის" ავტორი და გადაცემის წამყვანი;
ბ) მანანა ღოღობერიძე - "ეტალონის" პროექტების კოორდინატორი, მთავარი პროდიუსერი;
გ) არჩილ თავბერიძე - "ეტალონის" პროდიუსერი;
დ) თამარ ტყეშელაშვილი - "ეტალონის" პროექტების კოორდინატორის ასისტენტი;
ე) სუზანა ბერიძე - ეტალონის" პროექტების კოორდინატორის ასისტენტი;

 

3. ეთხოვოს სამუშაო ჯგუფს ერთობლივი პროექტის განხორციელებისათვის საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოწესრიგება; ერთობლივი პროექტის პირობების, წესების განსაზღვრა და პროექტის რეალიზაციისათვის სხვა საჭირო ღონისძიებებისა გატარება.

4. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს (თ. გერგედავა) პარტნიორი უნივერსიტეტების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისადმი გასაგზავნი წერილის პროექტების მომზადება პროექტის პირობებისა და წესების მითითებით.  

5. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
6. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  რექტორი, პროფესორი
                             გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება