2013-07-31
ბრძანება №:87/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 22 ივლისის №245 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 26 ივლისის #21198/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები: ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 2-5 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 6-9 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 10-11 სექტემბერი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 13 სექტემბერი.
ბ) საგამოცდო ვადები:
ბ.ა) გამოცდა უცხო ენაში:
ბ.ა.ა) დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 6 სექტემბერი (11 საათი);
ბ.ა.ბ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა "საერთაშორისო სამართალში" უცხო ენის გამოცდა (ინგლისური ენა) - 6 სექტემბერი (11 საათი);
ბ.ბ) შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
ბ.გ) აპელაციაზე განცხადების მიღება – 9 სექტემბერი;
ბ.დ) აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი (11 საათი);
ბ.ე) დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 10 სექტემბერი (16 საათი).
2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
კ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება