2016-04-20
ბრძანება №:65/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე–4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2016 წლის 16 მაისიდან აკადემიური საბჭოს წევრთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების დარჩენილი უფლებამოსილების ვადით  2016 წლის 11 მაისს:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -2 წევრი;

გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2 წევრი;

დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -2 წევრი;

ე) იურიდიული ფაკულტეტი -2 წევრი 

ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 2 წევრი; 

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -2 წევრი; 

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 

ა) ბოშიშვილი ალექსანდრე  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

ბ) გავაშელი ცისანა  - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

გ) დათიაშვილი ნათია  - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი;

დ) დვალიძე ირაკლი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) კაკულია ნაზირა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ვ) მახარობლიშვილი გიორგი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

ზ) მეყანწიშვილი ეკატერინე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

თ) ტრაპაიძე ვაჟა  - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ი) ქიტიაშვილი ზაქარია  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

კ) ქრისტესაშვილი ჯენარო - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ლ) წერეთელი ნინო  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

მ) ჭალაგანიძე ნინო  - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

ნ) ხარაძე ეფემია  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

ო) ხაჭიპერაძე ზაზა  - მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 11 მაისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
5. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს  2016 წლის  22 აპრილს 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 28 აპრილს 18:00 საათზე.
7.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში   შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
8.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.  ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარ რედაქტორს ნინო კაკულიას. 
10.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
13. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ერმი ქემოკლიძეს.
14. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება