2015-09-22
ბრძანება №:117/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2015 წლის 18 სექტემბრის №170/02 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 30 კვირა) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარით.
2.
ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
3.
ტრენინგ-კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4.
ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით);
5.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ერმი ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება