2011-03-01
ბრძანება №:32/02-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომის გასწორების
შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების №3 დანართში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ბრძანების №3 დანართის მე-6 პარაგრაფის (დავების გადაწყვეტა) ტექსტში ნაცვლად "გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად" მითითებული უნდა ყოფილიყო "ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", ამავე დროს ზემოხსენებულ მე-3 დანართში პარაგრაფების ნუმერაციაში დაშვებული იყო შეცდომა.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 თებერვლის №19/02-01 ბრძანების დანართი 3-ში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და ამ დანართის მე-6 პარაგრაფი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
ა) " $ 6. დავების გადაწყვეტა
ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად".
ბ) გასწორდეს ნუმერაციაში არსებული ტექნიკური ხარვეზი და დოკუმენტი დაინომროს თავიდან. - დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე