2014-05-22
ბრძანება №:74/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ებრაული თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ჩატარების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9  და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. 2014 წლის 7-11 სექტემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის, „ებრაული თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე.
ბ) გურამ ლორთქიფანიძე - თსუ ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელი, ემერიტუსი      თავმჯდომარის მოადგილე.
გ)  დარეჯან თვალთვაძე -თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თავმჯდომარის მოადგილე.
დ) მამუკა ბუცხრიკიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი.
ე) მარიკა ჩაჩიბაია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი.
ვ) ზურაბ გაიპარაშვილი -  ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯგუფის წევრი.
ზ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
თ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
კ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
2. საორგანიზაციო ჯგუფმა ორი თვის ვადაში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს კონფერენციისათვის  საბანკო ანგარიშის გახსნა და ამ ანგარიშზე დონორისაგან ჩარიცხული თანხის განკარგვა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (გ. ტალახაძე) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ნ. მამაგულიშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება