2017-11-06
ბრძანება №:235/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგორ ტატიშვილის 2017 წლის 31 ოქტომბრის №19679/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა სამსონია - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბ) ლერი გვასალია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
გ) ნანა გორგასლიძე - იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი;
დ) ვლადიმერ ციციშვილი - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  შოთა სამსონია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ლერი გვასალია, საკონკურსო კომისიის  მდივნად ნანა გორგასლიძე;
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა სამსონია - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბ) ლერი გვასალია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
გ) ნანა გორგასლიძე - იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი;
დ) ვლადიმერ ციციშვილი - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) თამაზ მარსაგიშვილი - რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა  ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) გიგლა წურწუმია - გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) თემურ ჩახუნაშვილი - ლევან ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
თ) თამარ ჭელიძე - ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ი) ნოდარ გასვიანი - აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
კ) რიმზეტ თუშურაშვილი - ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ლ) თენგიზ მაჩალაძე – ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
მ) ვიტალი ბახტაძე – კატალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ნ) ვაჟა ჩაგელიშვილი - ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ო) მაია ცინცაძე - არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
პ) შუქრი ჯაფარიძე – ფიზიკური - ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
4. დამტკიცდეს უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ შოთა სამსონია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ლერი გვასალია, საკონკურსო კომისიის  მდივნად ნანა გორგასლიძე;
5.დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და  თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
6. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2017 წლის 18 დეკემბრისა.
7. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი          გიორგი  შარვაშიძე

     
                                             


« უკან დაბრუნება