2012-03-30
ბრძანება №:608/01-04

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №#127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №#10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
1.1.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    იურიდიული ფაკულტეტი (
დანართი 3);
1.4.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (
დანართი 4);
1.5.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (
დანართი 5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
1.7.    ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).
2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში   (2 კვირის ვადაში).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,       
პროფესორი                                                                ლევან ალექსიძე  

« უკან დაბრუნება