2010-08-30
ბრძანება №:197/02-01
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის (ბიზნეს ინგლისური) მასწავლებელთა შესარჩევი კომიისის შექმნისა და კომიისიის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის (ბიზნეს ინგლისური) მასწავლებელთა შესარჩევი კომიისის შექმნისა და კომიისიის მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის (ბიზნეს ინგლისური) მასწავლებელთა შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რუსუდან ტყემალაძე (კომისიის თავმჯდომარე) – ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის პროგრამების მენეჯერი, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მანანა რუსიეშვილი (წევრი) – თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, ETAG-ის (საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია) თავმჯდომარე; გ) მარიამ ლომოური (წევრი) – თსუ რექტორის მრჩეველი.
დ) ლია ყავლაშვილი (მდივანი) – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი.
2. დაევალოს დამკვირვებლის სტატუსით კომისიის მუშაობაში ჩართვა შემდეგ პირებს:
ა) ია ნაცვლიშვილი (დამკვირვებელი) – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ) გიორგი ხიშტოვანი (დამკვირვებელი) – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) რუსუდან დოლიძე (დამკვირვებელი) – ასოცირებული პროფესორი, ენების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი.
3. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ინგლისური ენის (ბიზნეს ინგლისური) მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1) და შეფასების კრიტერიუმები (დანართი 2 - ქართული, ინგლისური).
4. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ხიშტოვანს კონკურსანტებისათვის ბრძანების გაცნობა და შეტყობინების უზრუნველყოფა გასაუბრების ადგილისა და დროის შესახებ.
საფუძველი: თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 30 ივლისის
№189/02-01 ბრძანება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება