2014-11-24
ბრძანება №:208/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრთა დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 17 ნოემბრის №39473/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 14 ნოემბრის №39379/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – მულტიმედია ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრები:
ა) მარიამ გერსამია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი; 
ბ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი;
გ) ნათია კუპრაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
დ) მაია ტორაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
ე) ნათია სუხიტაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი;
ვ) მერაბ კოკოჩაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  კინო – ტელე ხელოვნების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
ზ) ქრისტინე საჯაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი;
თ) შოთა ფალავანდიშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
ი) იზა თითბერიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო – ტელე ხელოვნების საგანმანათლებლო მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება