მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №79/01-01)
ბრძანება № 79 / 01-01
03.09.2008 წ
მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #
490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე
მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური
თანამდებობების დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28
მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30
მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური
თანამდებობის დასაკავებლად, ქირურგიის მიმართულებით;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2008 წლის 3 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი;
3. კონკურსი ცხადდება მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის 1
(ერთი) ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ქირურგიის
მიმართულებით;
4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს;
4.1 ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
- თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
- კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
- კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობა და სასწავლო პროცესისთვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.
4.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
- სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
4.3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა შესაძლებელია წარმოადგინოს:
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობაის შესახებ;
- ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.#1.
6. ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება # 14880/02/02, 02.09.2008წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა