2019-06-07
ბრძანება №:141/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგების
(შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და ,,პ’’ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის   სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის  დირექტორის  ნინო  ფარცვანიას    2019  წლის    4  ივნისის 10414/10    წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის  საკონკურსო  კომისიის  2019  წლის  4 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების  მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები:

ალგებრის განყოფილება

1. გურამ დონაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული
2. გიორგი არაბიძე - მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება

1.   ევგენი კუზნეცოვი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის   სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება