2017-10-20
ბრძანება №:206/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის (ინსტიტუტის) _ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 სექტემბრის №19/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ფარცვანიას 2017 წლის 16 ოქტომბრის №18333/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გამოქვეყნებული აქვს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან აქვს ERIH-ში ინდექსირებული  2 სტატია;
3.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
6.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერი-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების  მე-2 მუხლით განსაძღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

7.    კონკურსანტს ასევე მოეთხოვება:
ა)    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობის დასაკავებლად –გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 30 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ-პაქტორის მქონე ჟურნალებში;
   ბ)მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი) თანამდებობის დასაკავებლად – გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 20 რეიტინგული სამეცნიერო სტატია   მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ-პაქტორის  მქონე ჟურნალებში;
   გ)უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობის დასაკავებლად – გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც  შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ-პაქტორის მქონე ჟურნალებში;
დ)მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების  დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.
8. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 20 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის  პირველი დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 28 დეკემბრისა;
9. კონკურსი გამოცხადდეს  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
 
მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

10. კონკურსი გამოცხადდეს  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ალგებრის  განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
 
მათემატიკური ლოგიკის  განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გეომეტრია-ტოპოლოგიის  განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
 
მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
 
მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
    
თეორიული ფიზიკის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

11. კონკურსი გამოცხადდეს  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
 
 ალგებრის  განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის  განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის  განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

მათემატიკური ფიზიკის  განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

12. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2);
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

13. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 ნოემბრიდან  2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. №6, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი,   IV სართული, ოთახი N 403;
14. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
15. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
16. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
17. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი         გიორგი შარვაშიძე                                        
« უკან დაბრუნება