2016-09-13
ბრძანება №:155/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები და კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2016 წლის 21 ივნისის №101/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები და კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2016 წლის 21 ივნისის  101/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 12 სექტემბრის №31110/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს დამატება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში საბუთების მიმღები და კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2016 წლის 21 ივნისის #101/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის "ა” ქვეპუნქტში და სამართლის მიმართულებაზე მითითებულ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13 და მე-14 ნომრები:

   "12. ბესარიონ ზოიძე; 
    13. ლელა ჯანაშვილი;  
    14. ნუნუ კვანტალიანი”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                                დარეჯან თვალთვაძე





« უკან დაბრუნება