2015-01-23
ბრძანება №:16/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10; 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 23 იანვრის №02/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2015 წლის 20 იანვრის №1230/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
  2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  4. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 23 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 24 თებერვლიდან  2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 27 მარტისა;
  5. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
    კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
    ქვემიმართულება: გამოყენებითი ინფორმატიკა
        ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
        გეოგრაფიის მიმართულება
    ქვემიმართულება: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
        პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  
        ფიზიკის მიმართულება
    ქვემიმართულება: კონდენსირებული გარემოს ფიზიკა
       ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთული
  6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
    ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); 
    გ) პირადობის მოწმობის ასლი;
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
    ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
    თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
  7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2015 წლის 24 თებერვლიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით  930-დან 1800 საათამდე,  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
  8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
  9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
  11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                        
« უკან დაბრუნება