2011-06-21
ბრძანება №:113/02-01

,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ანეტა მერკვილიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ვალერიან მიღდისელი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი  სპეციალისტი;
დ) ნათია ცხოიძე _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) გიორგი მაღლაფერიძე _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) დავით გაბრიაძე _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზ) დინარა ტიკარაძე _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე;
თ) ნინო ქერაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ი) ლია ბაყაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
კ) მაკა ქორჩაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი;
ლ) ჯაბა ციციშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.










ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                         დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება