2012-07-16
ბრძანება №:87/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის №534 ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება - 29 -31 აგვისტო;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 3-5 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 6 სექტემბერი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 7 სექტემბერი.
ბ) საგამოცდო ვადები:
ბ.ა) დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა –3 სექტემბერი, 11 საათი ;
ბ.ბ ) შედეგების გამოცხადება – 3 სექტემბერი, 18 საათი;
ბ.გ) აპელაციაზე განცხადების მიღება - 4 სექტემბერი;
ბ.დ) აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი (10 საათი);
ბ.ე) დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 5 სექტემბერი (15 საათი).
2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
კ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება