2014-04-30
ბრძანება №:60/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” IV საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტესტირების ვადების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტებისა და "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების  ვადები:
ა)    ტესტირების ჩატარება – 5 მაისი (12:00 სთ.);
ბ)    ტესტირების შედეგების გასაჩივრება – 6 მაისი (9:00 – 13:00 სთ.);
გ)  ტესტირების შედეგების აპელაციის გამოცხადება – 6 მაისი (16:00 სთ.).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                      მერაბ ელიაშვილი

« უკან დაბრუნება