2010-09-23
ბრძანება №:92/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი სემესტრის სტუდენტებისათვის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი სემესტრის სტუდენტებისათვის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ
« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, საფუძველზე,
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
ვბრძანებ:
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამატებითი სემესტრის სტუდენტებისათვის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:
- ფაკულტეტზე განცხადების მიღება – 28 სექტემბრის ჩათვლით
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 6 ოქტომბრის ჩათვლით
- ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
- წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი