ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ბრძანება N268/02-03)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის~ 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის `დ~ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2007 წლის 19 სექტემბრიდან დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს;
2. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
4. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
5. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), უზრუნველყოს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი # 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
6. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის
შემსრულებლის სამსახურებრივი ბარათი #11498/02 04.09.07წ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა