2012-03-30
ბრძანება №:53/01-01
ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების “რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა” და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 20 მარტის #6659/02 განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე:
,,მეანობა-გინეკოლოგია” _ 2 ადგილი.
2. მიღება განხორციელდეს “სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის #80/01-01 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად.
3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
ა) საბუთების მიღება: 2 _ 10 აპრილი;
ბ) გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან _ 11 აპრილი;
გ) შედეგების გამოცხადება _ 12 აპრილი;
დ) აპელაცია _ 17 აპრილი;
ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 19 აპრილი;
ვ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 20 აპრილი;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტმენტს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ალექსიძე
რექტორის მოადგილე
« უკან დაბრუნება