2015-10-19
ბრძანება №:137/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 5 ოქტომბრის №131/02-01 ბრძანების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2015 წლის 15 ოქტომბრის №38622/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვების ობიექტისათვის (მე-10 კორპუსი) პერსონალის შესარჩევად შემდეგ პოზიციებზე:
1) საწყობის ოპერატორი
2) მოლარე-ოპერატორი
3) ხაზის ოპერატორი
4) მზარეული
5) მზარეულის დამხმარე
6) მცხობელი
7) დამლაგებელი
8) ჭურჭლის მრეცხავი
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
საწყობის ოპერატორი
ა) აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 3 წლის);
ბ) შესაბამისი სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა;
გ) საქმის პრიორიტეტულად გადანაწილების უნარი;
დ) რამდენიმე თანამშრომლის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა;
ე) კომუნიკაბელურობა;
ვ) დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვის უნარი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.
მოლარე-ოპერატორი
ა)
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 3 წლის);
ბ)
შესაბამისი სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა;
გ) კომუნიკაციის უნარი (უნივერსიტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან ურთიერთობა);
დ)
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ე)
შრომისმოყვარეობა.
ხაზის ოპერატორი
ა)
ფიზიკური გამძლეობა;
ბ)
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ)
შრომისმოყვარეობა.
დ) კომუნიკაციის უნარი (უნივერსიტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან ურთიერთობა).
მზარეული
ა)
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 3 წლის);
ბ)
ფიზიკური გამძლეობა;
გ)
შრომისმოყვარეობა;
დ) ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა.
მზარეულის დამხმარე და მცხობელი
ა)შრომისმოყვარეობა;
ბ) მოწესრიგებულობა;
გ)
ფიზიკური გამძლეობა;
დ) ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა.
დამლაგებელი და ჭურჭლის მრეცხავი
ა)
ფიზიკური გამძლეობა;
ბ)
შრომისმოყვარეობა;
გ)
ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)
CV- ავტობიოგრაფია ქართულ ენაზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ)
პროფესიის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/ დოკუმენტების ასლები - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4.
კონკურსში მონაწლეობის მსურველთა შერჩევა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის მიერ;
5.
კანდიდატები კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას 2015 წლის 26 ოქტომბერს 11 საათზე-თსუ პირველი კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ.1. ოთახი 117, შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6.
შერჩეული აპლიკანტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7.
თსუ კვების ობიექტის პერსონალის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2015 წლის 23 ოქტომბრის და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
8.
საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია, პირადად მისამართზე: თსუ პირველი კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ.1. ოთახი 117 ან ელექტრონულად მისამართზე vacancy@tsu.ge.
9.
ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტისათვის პერსონალის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების თაობაზე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ze.
10.
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.jobs.ge-ze
11.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ე. ქემოკლიძე