2018-10-26
ბრძანება №:259/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №210/2018 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) არღუთაშვილი ვალერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი;
ბ) ეგნატაშვილი დემეტრე - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
გ)მურადაშვილი ზვიადი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
დ)ტატანაშვილი თამარ - იურიდიულ ფაკულტეტი - მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი);
ე)ქაშაკაშვილი ნინო - იურიდიულ ფაკულტეტი - მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი);
ვ)ჩაკვეტაძე გიორგი - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
ზ)ხასია გვანცა - იურიდიულ ფაკულტეტი - მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი), დოქტორანტი.
2.საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
3.არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) უზრუნველყოფა (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
8.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
9.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე