2011-07-25
ბრძანება №:72/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში” ჩატარების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში” ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51–ე მუხლის პირველი ნაწილის; 52–ე მუხლის პირველი ნაწილის; 54–ე მუხლის პირველი ნაწილის; 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის; 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 მრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


  1. 2011 წლის 17-22 ოქტომბერს სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის ,,ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ალექსანდრე კვიტაშვილი - რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე.

    ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.

    გ)  ჯემალ ხუბუა - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.

    დ)  გიორგი ღვედაშვილი -ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.

    ე) მიხეილ ნიორაძე - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის  მოადგილე.

    ვ) გელა გელაშვილი - თსუ ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი,  ჯგუფის წევრი.

    ზ) თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯგუფის წევრი.

    თ) თამარ ჯობავა - ჯგუფის მდივანი

    ი) ირაკლი მინაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჯგუფის წევრი.

    კ) ბადრი ჭილაძე- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჯგუფის წევრი.

    ლ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.

    მ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.

    ნ) არჩილ ელიზბარაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი,  ჯგუფის წევრი.

    ო) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.


  2. საორგანიზაციო ჯგუფმა 15 დღის ვადაში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.
  3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შესაბამისი ქვეანგარიშის გახსნა კონფერენციის სარეგისტრაციო შენატანებისათვის.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს (ა. ელიზბარაშვილი) კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონფერენციის ვებ-გვერდის მომზადება.
  5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (გ. ტალახაძე) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
  6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ნ. მამაგულიშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
  7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
  8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  9. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  10. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორი                                                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება