2019-10-08
ბრძანება №:881/02-03

“სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორ ვაჟა რაზმაძისათვის თსუ-ის მეოთხე კორპუსის ადმინისტრატორის ფუნქციების შეთავსების შესახებ” - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 ოქტომბრის N280/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“სსიპ  ივანე     ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორ ვაჟა რაზმაძისათვის თსუ-ის მეოთხე კორპუსის ადმინისტრატორის  ფუნქციების  შეთავსების    შესახებ” -  სსიპ    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2019 წლის 8 ოქტომბრის N280/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს  ორგანული  კანონის  "საქართველოს  შრომის  კოდექსის"  მე-6  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გ. გორაშვილის 2019 წლის 27 სექტემბრის N18363/10 წერილის, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ კილასონიას 2019 წლის 2 ოქტომბრის N18739/10 წარდგინებისა და ვ. რაზმაძის 2019 წლის 7 ოქტომბრის N22369/10-02 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორ ვაჟა რაზმაძისათვის თსუ-ის მეოთხე კორპუსის ადმინისტრატორის ფუნქციების შეთავსების   შესახებ” - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 ოქტომბრის N280/02-03   ბრძანებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაევალოს 2019 წლის 2 აპრილიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე (აქედან 2019 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის პირველი ოქტომბრამდე გამოსაცდელი ვადით) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს ვაჟა რაზმაძეს თსუ-ის მეოთხე კორპუსის ადმინისტრატორის ფუნქციების შეთავსება:
ა)  თსუ  მეოთხე  სასწავლო კორპუსის ქონებაზე ზედამხედველობა;
ბ) მატერიალური ფასეულობების დაცვა-შენახვასა და მოძრაობაზე სისტემატიური კონტროლი;
გ) სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ხსენებული პროცესისათვის ხელშეწყობა.“.
2.     დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ბრძანების გაცნობა  დაინტერესებული  პირისათვის.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,     პერსონალის  მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
4.     ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება