2018-03-15
ბრძანება №:53/02-01
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29.01.2018წ. №12/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 13.03.2018წ. №6756/10-02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფინანსდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 48 პროექტი (დანართი №1);“
ბ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება